„ფინალში თბილისის „დინამოსთან“ წავაგეთ, რომელიც დაკომპლექტებული იყო საქართველოს მთავარი ნაკრების კალათბურთელებით“, - უთხრა პანკისის სათემო რადიოს მატანის კალათბურთელ გოგონათა გუნდის მწვრთნელმა გოჩა ნონიაშვილმა.
მატანში კალათბურთელ გოგონათა გუნდი 4 წელია რაც შეიქმნა და საჯარო სკოლის მოსწავლეებითაა დაკომპლექტებული.
„საქართველოს სასკოლო ოლიმპიადაზეც ავიღეთ პირველი ადგილი. კახეთის რეგიონში პირველი ადგილი არაერთგზის გვაქვს მოპოვებული. სამომავლოდაც ვგეგმავთ სხვადასხვა ტურნირში მონაწილეობას. თუ ხელს შეგვიწყობენ, ქალთა სუპერ ლიგაშიც გვსურს თამაში“, - ამბობს გოჩა ნონიაშვილი.
კალათბურთელ გოგონებს მატანში კალათბურთის მოედანი არ აქვთ, სავარჯიშოდ და სათამაშოდ ისინი ახმეტაში დადიან.
კალათბურთელ გოგონებს წარმატება კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მიულოცა და სრული საკალათბურთო ეკიპირება გადასცა.