„სირიაში თამაზ ბათირაშვილის სიკვდილის, ასევე, თურქეთში, დუისელი, 22 წლის ახალგაზრდის დაღუპვის გამო, რომელსაც მუშაობის დროს ხე დაეცა, ხვალ დაგეგმილი ღონისძიება გავაუქმეთ“, - უთხრა პანკისის სათემო რადიოს „პანკისი ქემფინგის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მანანა ქავთარაძემ.
„პანკისი ქემფინგი“ პირველი სალაშქრო-სათავგადასავლო ბანაკია პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზნის პირას, რომელიც ქართველმა და ქისტმა ახალგაზრდებმა, მანანა ქავთარაძემ და ბეგი ბორჩაშვილმა USAID-ის ზრდა პროგრამის და „ორბელიანი საქართველოს“ მხარდაჭერით დააფუძნეს.
შეგახსენებთ, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის ძმა, 38 წლის თამაზ ბათირაშვილი სირიაში რამდენიმე დღის წინ დაიღუპა. თამაზ ბათირაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდან იყო.