კომისიის სხდომა სოფელ ჯოყოლოს ადმინისტრაციის შენობაში 12:00 საათზე დაიწყება.
დღის წესრიგის მიხედვით, პანკისის ხეობაში არსებულ პრობლემებზე და აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის წევრებს ინფორმაციას მიაწვდიან პანკისის უხუცესთა კავშირის წარმომადგენლები, ახალგაზრდები, პედაგოგები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რეგიონული მედიის წარმომადგენლები, რის შემდეგაც დისკუსია გაიმართება.