ანტიდასავლურ გზავნილებსა და დეზინფორმაციაზე მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი ისაუბრებს, რუსეთის ჰიბრიდულ ომზე, ინსტრუმენტებსა და შედეგებზე - ფილოსოფიის დოქტორი, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე. პედაგოგი და ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი ლუიზა მუთოშვილი მოხსენებას გააკეთებს საგარეო საკითხებისადმი პანკისში მცხოვრები ახალგაზრდების დამოკიდებულებაზე.
ლაშა ბაქრაძე და თამარ კინწურაშვილი დისკუსიის მონაწილეებს ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებსაც გაუზიარებენ.
დისკუსია გაიმართება სოფელ ჯოყოლოში, ლეილა აჭიშვილის საოჯახო სასტუმროში. ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყება და 16:00 საათამდე გაგრძელდება. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ პანკისის მცხოვრებლები და ხეობაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.