• შვედეთის საელჩოს წარმომადგენლები პანკისში არსებულ ვითარებას ეცნობიან

    ოთხშაბათი, 26 სექტემბერი 2018 15:45 view 3211
    შვედეთის საელჩოს წარმომადგენლები პანკისში არსებულ ვითარებას ეცნობიან

    საქართველოში შვედეთის ელჩის მოადგილე ერიკ სალმგრენ შანცი, საელჩოს განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი მოლი ლიენი და პროგრამების ადმინისტრატორი სალომე სვანაძე პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებას ეცნობიან.

    საელჩოს წარმომადგენლებმა შეხვედრები კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის, პანკისის სათემო რადიოს და უხუცესთა კავშირის წარმომადგენლებთან გამართეს.

    პანკისის სათემო რადიოს დამფუძნებლებმა ისლამ გორგიშვილმა და გელა მთივლიშვილმა, საელჩოს წარმომადგებლებთან, პანკისის ხეობის მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის დეფიციტზე, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, ხეობაში რუსული გავლენის გაზრდასა და ახალგაზრდების საჭიროებებზე ისაუბრეს.

    გელა მთივლიშვილმა აღნიშნა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის არაეფექტური გამოძიება და დამნაშავეების დაუსჯელობა თემში უსამართლობის განცდას ამძაფრებს და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ისედაც შესუსტებულ ნდობას აქრობს.

    შვედეთის საელჩოს წარმომადგენლები ხეობაში უხუცეს ქალთა საბჭოს წარმომადგენლებსა და ახალგაზრდებსაც შეხვდებიან.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]