• კახეთის გუბერნატორი ქვემო ალვანში თუშეთის მცხოვრებლებს შეხვდება

    სამშაბათი, 23 ოქტომბერი 2018 20:34 view 4987
    კახეთის გუბერნატორი ქვემო ალვანში თუშეთის მცხოვრებლებს შეხვდება

    მაღალმთიან რეგიონებში არსებული პრობლემების ადვოკატირების მიზნით, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის მიერ ორგანიზებული შეხვედრა-დისკუსიების ფარგლებში, 24 ოქტომბერს, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, სოფელ ქვემო ალვანში, თუშეთის მცხოვრებლებს შეხვდება.

    შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება და ქვემო ალვანის კულტურის სახლში, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

    საუბარი შეეხება თუშეთის სოფლებში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრებისას გამოკვეთილ მნიშვნელოვან პრობლემებს, ასევე, საკითხებს, რომელთა გადაჭრასაც თუშეთის სათემო ორგანიზაციებმა 22-23 ოქტომბერს გამართულ ფორუმზე პრიორიტეტი მიანიჭეს.

    მათ შორის არის: თუშეთში სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით სოფელ ომალოში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა; თუშეთის ოთხივე ხეობაში შიდა სამანქანო გზების მოწესრიგება; გომეწრიდან წოვათის ხეობის მიმართულებით ახალი გზის მშენებლობა; პანკისი-ხადორის ხეობა-თუშეთის ახალი გზის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები; თუშური (წოვა-თუშური) ენის შენარჩუნება გადარჩენის პროგრამის განხორციელება; სოფელ ტბათანას მოქცევა თუშეთის ეროვნული პარკის საზღვრებში; დაცული ტერიტორიების, ეროვნული პარკის სისტემაში მოქნილი მექანიზმის შემუშავება, რათა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შეძლონ სახლების აღდგენისა და მშენებლობის მიზნით ხე-ტყისა და ფიქალის მოპოვება-გადამუშავება; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბებისა და სახნავ-სათესი მიწების იჯარით გაცემის საკითხების გადაწყვეტა; სამოქალაქო ფრენების გაგრძელების შესაძლებლობა ახმეტა-თუშეთი-ახმეტის მიმართულებით 2018-2019 წლებში.

    შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელი პირებიც. დასწრება თავისუფალია.

    შევედრა-დისკუსია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით გაიმართება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]