• გარდაიცვალა უმარ იდიგოვი, კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის პრეზიდენტი

    პარასკევი, 16 ნოემბერი 2018 19:44 view 5172
    გარდაიცვალა უმარ იდიგოვი, კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის პრეზიდენტი

    პანკისის სათემო რადიო WAY მწუხარებას გამოთქვამს კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის პრეზიდენტის, უმარ იდიგოვის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის მეუღლეს მექა ხანგოშვილს, სიმამრს ხასო ხანგოშვილს, ოჯახის სხვა წევრებსა და ახლობლებს.

    უმარ იდიგოვი 14 ნოემბერს, ჩეჩნეთში, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

    ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ამირან არაბული წერს:

    „გარდაიცვალა უმარ იდიგოვი - ჩვენი ძვირფასი მეგობრისა და თანამოაზრის მექა ხანგოშვილის მეუღლე. დაობლდა სამი ანგელოზივით მცირეწლოვანი გოგონა. დამგლოვიარდა პანკისის ხეობა. ღვიძლი შვილივით უერთგულესი წევრი გამოაკლდა ხასო ხანგოშვილის - უხუცესთა საბჭოს წევრის უღირსეულეს ოჯახს.

    ცხრამეტი წელი და ცხრამეტი დღე იყო გასული, რაც მშობლები არ ენახა. მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, გაბედა სამშობლოში გამგზავრება. უკანასკნელად დაიამა თვალი დარიალის მკაცრი სილამაზით. სიყრმისა და სიყმაწვილის სულზე უტკბესი სანახებით. ჩასვლისთანავე რეანიმაციაში მოხვდა და ვერ შეძლო მონატრებული სანათესაო-საახლობლოს მონახულება.

    რუსეთ-ჩეჩნეთის უთანაბრო ომის საველე პირობებში ხუთასამდე დაჭრილ მებრძოლს ჩაუტარა ურთულესი ქირურგიული ოპერაცია. ბევრის სუნთქვა და სიცოცხლე დაიხსნა დაუნდობელი სიკვდილის ბასრი ბრჭყალებიდან. საკუთარ სენსა და სალმობას ვერაფერი მოუხერხა.

    ტკივილებით დაბზარულმა მშობლიურმა მიწამ უხმო და მორჩილად დაჰყვა განგებისა თუ წერამწერლის უცვლელ, უალტერნატივო ნება-სურვილს...

    ვაჟას „სტუმარ-მასპინძელი“ გამახსენდა: „სოფლისა გაღმა გორია, დამწვარი, ქვიშიანია, ბევრი წევს იქა ვაჟკაცი, გულ-ლომი, ჯიშიანია...“.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]