• პროექტის კოორდინატორის ვაკანსია ახმეტის მუნიციპალიტეტში

    სამშაბათი, 04 დეკემბერი 2018 17:47 view 4009
    პროექტის კოორდინატორის ვაკანსია ახმეტის მუნიციპალიტეტში

    ააიპ სამოქალაქო აქტივობების ცენტრი (CCA) აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე ახმეტის მუნიციპალიტეტში. სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ოფისი განთავსებულია სოფელ დუისში. პროექტის კოორდინატორის სამუშაო არეალი მოიცავს პანკისის ხეობას, თუშეთს და ახმეტის მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიას.

    ძირითადი მოვალეობები: პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულება (მოსახლეობასთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან საინფორმაციო – საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება; პრობლემების კვლევა და ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვა; საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება; არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან აქტიური თანამშრომლობა; ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა; ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის მონიტორინგი; პანკისის სათემო რადიო WAY–ის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა; ღონისძიებების შესახებ ანგარიშისა და საინფორმაციო მასალების მომზადება);

    მოთხოვნები: უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია); კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა; ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი; ინგლისური ან რუსული ენების ცოდა (მიიჩნევა უპირატესობად); გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ენთუზიაზმი.

    ანაზღაურება – 800 ან 1000 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);

    დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი, მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი. სამოტივაციო წერილში აუცილებელია მიუთითოთ 2 პირის ვინაობა და მათი საკონტაქტო ინფორმაცია, ვინც გაგიწევთ რეკომენდაციას.

    განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 10 იანვარი. არასრული განაცხადები არ განიხილება. შერჩეულ პირებს სამოქალაქო აქტივობების ცენტრი თავად დაუკავშირდება და მიიწვევს გასაუბრებაზე.

     

    სამოქალაქო აქტივობების ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ადამიანის უფლებებისა დაცვა და პოპულარიზაცია; საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო განათლებისა და ჩართულობის ხელშეწყობა; ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა და ადვოკატირება; მთის მოსახლეობის ინტერესების ადვოკატირება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]