• საქართველოს პრეზიდენტმა იზა ბექაური ღირსების ორდენით დააჯილდოვა

    პარასკევი, 07 დეკემბერი 2018 22:16 view 6938
    საქართველოს პრეზიდენტმა იზა ბექაური ღირსების ორდენით დააჯილდოვა

    საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჰუმანური იდეების დამკვიდრების, აქტიური საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისათვის, სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული წარმატებული პროექტების მონაწილეები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

    თამარ (იზა) ბექაური - კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ხელმძღვანელი;

    ნინო ქადაგიძე - ჟვანია - ორგანიზაციის „პირველი ნაბიჯი“ დამფუძნებელი;

    ნინო ცინცაძე - ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრის „პორტიჯი“ დამფუძნებელი;

    ნინო კიკნაძე - ბავშვთა ჰოსპისის „ციცინათელების ქვეყანა“ დამფუძნებელი;

    რუსუდან ასათიანი - საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი;

    ღონისძიება დღეს პრეზიდენტის სასახლეში, სარეზერვო ფონდის ანგარიშის წარდგენისას გაიმართა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და პროექტების მონაწილეები ესწრებოდნენ.

    პრეზიდენტმა ქალბატონებს მადლობა გადაუხადა აქტიური მოღვაწეობისთვის და მომავალში წარმატებული საქმიანობა უსურვა.

    პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდმა 2016-2018 წლებში, პანკისის ხეობაში რამდენიმე პროექტი განახორციელა. ახალგაზრდებისთვის ფუნქციონირებდა სადურგლო საქმის, კულინარიის, ჭრა-კერვის, ინგლისური ენის, ცეკვის, ხატვისა და კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი მოკლევადიანი კურსები. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით გაიხსნა სოფელ ჯოყოლოში საგანმანათლებლო ცენტრიც, რომელსაც 100-მდე მოსწავლე ჰყავს. სარეზერვო ფონდი ეხმარებოდა პანკისის ქალთა საბჭოსაც, ხეობაში ქალთა უფლებების დასაცავად.

    პანკისში კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის საქმიანობის შესახებ ნახეთ სპეციალური რეპორტაჟი - სინათლე ხეობაში.

    შეგახსენებთ, პარლამენტში შესული 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, რომელიც 2018 წელს 5 მილიონ ლარს შეადგენდა, მთლიანად უქმდება.

    გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, პრეზიდენტის ფონდი არ გააუქმოს: „მინდა მოვუწოდო ჩვენი ხელისუფლების იმ მესვეურებს, რომლებიც დღეს პრეზიდენტის ფონდის საკითხს განსაზღვრავენ, დაუტოვონ პრეზიდენტს ეს შესაძლებლობა. ნუ შეკვეცავენ პრეზიდენტის შესაძლებლობას, რომ ეურთიერთოს საზოგადოებას. ამ ურთიერთობის ფორმაა ეს ფონდი. ეს ფონდი არის შესაძლებლობა, იყო პიროვნულ შეხებაში შენს საზოგადოებასთან. მოვუწოდებ მათ, რომ კი არ შეკვეცონ, არამედ პირიქით, მისცენ შესაძლებლობა მომავალ პრეზიდენტს, მეტად ეურთიერთოს საქართველოს მოქალაქეებს და მეტად მისცეს შესაძლებლობა, ემსახუროს თავის სამშობლოს. იმედი მაქვს, ისინი ამას შეისმენენ“,- განაცხადა მარგველაშვილმა.

    2014-2018 წლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 100-ზე მეტი სხვადასხვა ორგანიზაციის 405 პროექტი დაფინანსდა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]