გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება საახალწლო სუფრისთვის აუცილებელი, სოფლის ნატურალური ნობათი და თექისა და თიხის ნაკეთობები.
გამოფენა-გაყიდვა 14:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათამდე გაგრძელდება. პანკისის თემაზე მოეწყობა ფოტოგამოფენაც.
პანკისის ხეობაში მცხოვრები ქალების მიერ წარმოებული პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა თბილისში უკვე მეორედ იმართება. ღონისძიების ორგანიზატორი „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდია“, რომელიც პანკისის ხეობაში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის მიმართულებითაც მუშაობს.