• სირიიდან პანკისში დაბრუნებული 40-მდე ბავშვი ფსიქოლოგიური დახმარების გარეშეა დარჩენილი

    ოთხშაბათი, 06 მარტი 2019 11:36 view 3316
    სირიიდან პანკისში დაბრუნებული 40-მდე ბავშვი ფსიქოლოგიური დახმარების გარეშეა დარჩენილი

    „სირიიდან პანკისის ხეობაში დაბრუნებული 40-მდე ბავშვი და 10-მდე ქალი ყოველგვარი ფსიქოლოგიური დახმარების გარეშეა დარჩენილი. ისეთ სიტუაციაში იყვნენ, ისეთი რაღაცეების გადატანა მოუხდათ, განსაკუთრებით ამ პატარა ბავშვებს, რომ მათთვის აუცილებელია ფსიქოლოგის დახმარება“, - ამის შესახებ პანკისის სათემო რადიოს ეთერში, გადაცემაში „მე და სახელმწიფო“ სოფელ დუისის მკვიდრმა მარინა გუმაშვილმა განაცხადა, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის სამსახურის იურისტია.

    მარინა გუმაშვილის ინფორმაციით, სირიიდან დაბრუნებული რამდენიმე მრავალშვილიანი ოჯახი, 4-5 მცირეწლოვანი ბავშვით, სოციალურ დახმარებასაც ვერ იღებს. „რამდენიმე ქალს არ აქვს მეუღლის გარდაცვალების მოწმობა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში არაერთი მიმართვის მიუხედავად, გარდაცვალების მოწმობის აღება დღემდე ვერ შეძლეს. ასევე, ბავშვებს, რომლებიც სირიაში არიან დაბადებული, არ აქვთ დაბადების მოწმობები. ფაქტობრივად მთელი ჯაჭვია, რის გამოც ვერ ახერხებენ, რომ მოგვმართონ საარსებო შემწეობის მისაღებად და ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან.

    მაგალითად, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის ძმის, თამაზ ბათირაშვილის გარდაცვალების მოწმობის არგაცემის მიზეზად, მეუღლეს ის დაუსახელეს, რომ მედიით გავრცელდა, რომ გარდაიცვალა თამაზ ბათირაშვილი, დოკუმენტებში კი ის ცათიაშვილად არის გატარებული“, - აღნიშნა მარინა გუმაშვილმა.

    პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, ბოლო წლებში სირიაში საბრძოლო მოქმედებებს 32 პანკისელი ემსხვერპლა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]