• სირიაში 35 წლის რუსლან ტოხოსაშვილის გარდაცვალება დადასტურდა

    ოთხშაბათი, 06 მარტი 2019 22:26 view 8912
    ფოტოზე რუსლან ტოხოსაშვილი (მარცხნივ) მუსლიმ კუშტანაშვილთან ერთად ფოტოზე რუსლან ტოხოსაშვილი (მარცხნივ) მუსლიმ კუშტანაშვილთან ერთად

    სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, 35 წლის რუსლან ტოხოსაშვილის გარდაცვალება დადასტურდა. რუსლან ტოხოსაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ ომალოში ცხოვრობდა. პანკისიდან სირიაში ის 2014 წელს წავიდა და „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა.

    როგორც რუსლან ტოხოსაშვილის ახლობლებმა პანკისის სათემოს რადიოს უთხრეს, ოჯახმა სოფელ ომალოში სამძიმარი 29 იანვარს მიიღო. ახლობლების ინფორმაციით, ტოხოსაშვილი სირიაში რამდენიმე თვის წინ მოკლეს, თუმცა გარდაცვალების შესახებ პანკისში მყოფ მისი ოჯახის წევრებს მოგვიანებით შეატყობინეს.

    რუსლან ტოხოსაშვილს ცოლი და ოთხი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

    პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 33 პანკისელი ემსხვერპლა.

    44 წლის ადამ გუმაშვილი (ნოემბერი, 2018)

    35 წლის რუსლან ტოხოსაშვილი (2018)

    38 წლის თამაზ ბათირაშვილი (ივლისი, 2018)

    34 წლის აღაზა ბორჩაშვილი (2017/18)

    36 წლის კახა ტოხოსაშვილი (2017/18)

    8 წლის ხამზა ტოხოსაშვილი (2017/18)

    18 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი (სექტემბერი, 2017)

    40 წლის გიორგი მარგოშვილი, იგივე ფეიზულა კუშტანაშვილი (დეკემბერი, 2017)

    25 წლის მუხმად ბაღაკაშვილი (მაისი, 2017)

    20 წლის რამზან ბაღაკაშვილი (დეკემბერი, 2016)

    24 წლის მუხმად ხანგოშვილი (ნოემბერი, 2016)

    21 წლის სულთან გუმაშვილი (აგვისტო, 2016 )

    30 წლის თარხან ბათირაშვილი (ივლისი, 2016)

    34 წლის რუსლან ქავთაროვი (ივლისი, 2016)

    26 წლის ბექხან ტოხოსაშვილი (ივლისი, 2016)

    39 წლის ომარ მარგოშვილი (ივნისი, 2016)

    22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი (ივნისი, 2016)

    39 წლის ვახა ბუგიევი (აპრილი, 2016)

    24 წლის რამზან ფარეულიძე (იანვარი, 2016)

    22 წლის მუხმად თურქოშვილი (იანვარი, 2016)

    23 წლის თურფალ ბორჩაშვილი (ივნისი, 2015)

    33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი (მაისი, 2015)

    24 წლის დავით სვიაკაური (თებერვალი, 2015)

    18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი (დეკემბერი, 2014)

    21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი (დეკემბერი, 2014)

    22 წლის გურამ გუმაშვილი (ოქტომბერი, 2014)

    18 წლის ბესო კუშტანაშვილი (სექტემბერი, 2014)

    36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი (თებერვალი, 2014)

    24 წლის ხალიდ აჭიშვილი (ოქტომბერი, 2013)

    26 წლის ჰამზათ აჭიშვილი (ივლისი, 2013)

    40 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი (ივლისი, 2013)

    23 წლის რუსტამ გელაევი (აგვისტო, 2012

     

    ამ თემაზე:

    მე და სახელმწიფო - პანკისის ხეობაში რადიკალიზაციასა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავების მექანიზმები

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]