ინგლისური ენის შემსწავლელ კურსზე პირველი 30 რეგისტრირებული პირი შეირჩევა. მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ელექტრონულად, შემდეგი ბმულზე: https://bit.ly/2uBqygK. რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 21 აპრილამდე გაგრძელდება.
„პროექტი მაქსიმალურად მორგებულია ადგილობრივების საჭიროებებზე და ითვალისწინებს პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის ინგლისური ენის გაუმჯობესების ხელშეწყობას“, – აცხადებენ იუსტიციის სასწავლო ცენტრში.
სწავლება ყვარელწყლის საზოგადოებრიც ცენტრში ჩატარდება და ნოემბერში დასრულდება. კურსის ბოლოს პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.