• მინისტრები ცქიტიშვილი და ციხელაშვილი პანკისში შეხვედრებს გამართავენ

    ხუთშაბათი, 11 აპრილი 2019 21:21 view 3596
    მინისტრები ცქიტიშვილი და ციხელაშვილი პანკისში შეხვედრებს გამართავენ

    12 აპრილს, პარასკევს, საქართველოს ვიცე პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პანკისის ხეობაში შეხვედრებს გამართავენ. შეხვედრები მედიისთვის დახურული იქნება.

    15:00 საათზე, იუსტიციის სახლის ყვარელწყლის საზოგადოებრივ ცენტრში შეხვედრა პანკისის უხუცესთა კავშირის წევრებთან გაიმართება, 16:00 საათზე კი ქალთა საბჭოსთან. შესაძლოა, მინისტრები ახალგაზრდებსაც შეხვდნენ.

    სამინისტროების წარმომადგენლები მედიისთვის შეხვედრების დახურვის მიზეზად უხუცესების თხოვნას ასახელებენ. პანკისის სათემო რადიომ დააზუსტა, რომ უხუცესებს მათთვის ასეთი ინიციატივით არ მიუმართავთ და შეხვედრის რომელიმე მონაწილემ ან მონაწილეებმა, რომ დასვან კიდეც ეს საკითხი, პანკისის სათემო რადიო აპირებს, ხვალ, მინისტრებთან დაგეგმილ ყველა შეხვედრას დაწყებიდან დასრულებამდე დაესწროს, გადაიღოს და პირდაპირ ეთერშიც გააშუქოს.

    ხვალ დაგეგმილი შეხვედრების შესახებ, არც რეგიონული განვითარების სამინისტროს და არც შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ პრესრელიზი.

    პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, სამინისტროები ანონსის გავრცელებისგან თავს იმიტომ იკავებენ, რომ შეხვედრის დროს და ადგილას არ შეიკრიბნენ პანკისში ჰესების მშენებლობით და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის გამოუძიებლობით უკმაყოფილო ადამიანები.

    სამინისტროებმა, ამ დრომდე ანონსის გაუვრცელებლობის მიზეზად განმარტეს, რომ ღონისძიებების დრო და ადგილი ბოლომდე არ აქვთ დაზუსტებული. არადა, პანკისის სათემო რადიოსთვის ცნობილია როგორც შეხვედრების დრო, ადგილი, ასევე, მონაწილეთა ვინაობაც.

    19 მაისს, პანკისის სოფელ ზემო ხალაწნის თემში (ომალო, ზემო ხალაწანი, დუმასტური, შუა ხალაწანი და ქვემო ხალაწანი) საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. შეგახსენებთ, გასულ წელს, სოფელ ომალოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მოიგო.

    კახეთის გუბერნატორმა პანკისში ვიცე პრემიერის ვიზიტის შესახებ რამდენიმე დღის წინ დაანონსა, როცა „ქართული ოცნებიდან“ ზემო ხალაწნის მაჟორიტარობის კანდიდატი როსტომ ალხანაშვილი წარადგინა.  

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]