• მინისტრებს პანკისში თემირლან მაჩალიკაშვილის დედა და და აქციით დახვდებიან

    ხუთშაბათი, 11 აპრილი 2019 22:17 view 4639
    მინისტრებს პანკისში თემირლან მაჩალიკაშვილის დედა და და აქციით დახვდებიან

    საქართველოს ვიცე პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს, რომლებიც 12 აპრილს, წინასაარჩევნოდ, პანკისის ხეობაში ჩასვლას და რამდენიმე ჯგუფთან შეხვედრას გეგმავენ, სპეცრაზმის მიერ მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები აქციით დახვდებიან.

    როგორც პანკისის სათემო რადიოს თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა უთხრა, მისი მეუღლე და შვილი მინისტრებს დუისშივე დახვდებიან. „არაფერი ვიცოდი ამ შეხვედრის შესახებ. მივიდნენ და დახვდებიან. მე თბილისში ვარ, მეც ჩავალ.

    იმ ადამიანებს მინდა ვკითხო, რა სინდისით მასპინძლობენ და ხვდებიან მინისტრებს პანკისში? თემირლანი მხოლოდ მე მომიკლეს?

    ხომ გითხარით, მეც ჩავალ ხვალ პანკისში და ვნახოთ, როგორ გამართავენ შეხვედრებს. ვინც იმ შეხვედრაზე მივა, თვალებში ჩაგვხედოს შვილმოკლულ მშობლებს და პასუხი გაგვცეს. ვითხოვ, რომ სახელმწიფომ აღიაროს ჩადენილი დანაშაული; აღიარონ, რომ თემირლანი არ იყო ტერორისტი“, - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

    პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, მინისტრები 15:00 საათზე, იუსტიციის სახლის ყვარელწყლის საზოგადოებრივ ცენტრში პანკისის უხუცესთა კავშირის წევრებს შეხვდებიან, 16:00 საათზე კი ქალთა საბჭოს. შესაძლოა, ცქიტიშვილი და ციხელაშვილი ახალგაზრდებსაც შეხვდნენ, სავარაუდოდ 12:30 საათზე, საზოგადოებრივ ცენტრში. სამინისტროების ცნობით, შეხვედრები მედიისთვის დახურული იქნება. პანკისის სათემო რადიო აპირებს, ყველა შეხვედრას დაესწროს და სრულად, პირდაპირ ეთერში გააშუქოს.

    19 მაისს, პანკისის სოფელ ზემო ხალაწნის თემში (ომალო, ზემო ხალაწანი, დუმასტური, შუა ხალაწანი და ქვემო ხალაწანი) საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. შეგახსენებთ, გასულ წელს, სოფელ ომალოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მოიგო.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]