• პანკისის მოსახლეობას შევხვდები და ყველა საკითხზე ვისაუბრებთ - მინისტრი ციხელაშვილი

    ოთხშაბათი, 01 მაისი 2019 11:39 view 2775
    პანკისის მოსახლეობას შევხვდები და ყველა საკითხზე ვისაუბრებთ - მინისტრი ციხელაშვილი

    „რა თქმა უნდა, პანკისის მოსახლეობას შევხვდები და ვისაუბრებთ ყველა იმ საკითხზე, რაც მოსახლეობისთვის აქტუალურია. მათ შორის იმაზეც, თუ რა საქმიანობაა დაგეგმილი მომავალში ხეობის განვითარებისთვის“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, პანკისის სახალხო კრების მიმართვაზე საპასუხოდ.

    „იცით, რომ გვაქვს ხეობის განვითარების გეგმა, რომელშიც მოსახლეობაც ჩართულია და მთლიანად მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარეა შედგენილი. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველა თემას განვიხილავთ და ყველა ამ საკითხს მივუდგებით ისეთი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით, რომელიც პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქისტ მოსახლეობას ახასიათებს“, - აღნიშნა მინისტრმა.

    გუშინ, 30 აპრილს, პანკისის სახალხო კრებამ, რომელიც პანკისელი უხუცესებისა და ახალგაზრდების გაერთიანებაა, მიმართვა გაავრცელა ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელზე, რათა მონაწილეობა მიიღონ 21 აპრილს, პანკისის ხეობაში შექმნილი კრიზისის დაძლევაში.

    21 აპრილს, პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში კომპანია „ალაზანი ენერჯიმ“ სამართალდამცავების დაცვით განაახლა „ხადორი 3 ჰესის“ მშენებლობა, რომელიც 2018 წლის ივნისიდან, მოსახლეობის პროტესტის შედეგად შეჩერებული იყო. ადგილობრივების საპროტესტო შეკრების შემდეგ, შს სამინისტრომ ხეობაში სპეცრაზმი და საპოლიციო ტექნიკა შეიყვანა. მოსახლეობა ჰესის სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას ითხოვდა, სპეცრაზმი კი აქციის მონაწილეებს გადაადგილების და მშენებლობის ადგილამდე მისვლის უფლებას არ აძლევდა. სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება ორჯერ მოხდა. ადგილობრივებმა სპეცრაზმს ქვები დაუშინეს, სპეცრაზმმა კი რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 21 აპრილს მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე. პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, შეტაკების შედეგად ხეობაში მცხოვრები 30-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, რომელთა ნაწილმაც სამედიცინო დაწესებულებებს არ მიმართა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]