• პანკისელი ახალგაზრდები პატრიარქს და მინისტრ ციხელაშვილს შეხვდნენ

    ოთხშაბათი, 01 მაისი 2019 23:10 view 4469
    პანკისელი ახალგაზრდები პატრიარქს და მინისტრ ციხელაშვილს შეხვდნენ

    პანკისელი ახალგაზრდები თბილისში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს შეხვდნენ. პატრიარქთან შეხვედრა საპატრიარქოში გაიმართა, მინისტრთან კი მთავარობის კანცელარიაში.

    შეხვედრას რამზან გორგიშვილი, ისლამ გორგიშვილი, შენგელი ტოხოსაშვილი, ნონა ხანგოშვილი, თემურ ცათიაშვილი და ნანა ცხადაძე ესწრებოდნენ.

    „კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა ჩვენი, ადგილობრივების ინიციატივა იყო, რაზეც პატრიარქი დაგვთანხმდა. ძირითადად ვისაუბრეთ ხეობაში ბოლოს პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, 21 აპრილის მოვლენებზე. ჩვენი სურვილი, რაც პატრიარქს გავაცანით იყო ის, რომ რაც მოხდა, ის დაძაბულობა აღარ განმეორდეს. პატრიარქს ვთხოვეთ შუამდგომლობა - თუ დაიწყება დაკავებები, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, ხეობის მოსახლეობას დაგვეხმაროს, რათა მდგომარეობა კიდევ უფრო არ გამწვავდეს და ისეთი ნაბიჯები არ გადაიდგას, რაც სამომავლოდ ჩვენს და ზოგადად, ქვეყნის ინტერესებს დააზარალებს. მისგან მივიღეთ თანხმობა, რომ ყველანაირად ეცდება პროცესები, რაც დააზარალებს ხეობას, ხალხს და ქვეყანას, თავიდან იქნეს აცილებული. დაგვეხმარება, რომ ყველაფერი მშვიდობიანად გადაწყდეს.

    პატრიარქმა მომხდარ დაპირისპირებაზე გვითხრა, რომ გამართლება არ აქვს მოსახლეობის მხრიდან პოლიციელებისთვის ჯოხებისა და ქვების სროლას. ასევე, ხელისუფლებას, იმ დროს, როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, არ უნდა დაეწყო ჰესის მშენებლობა მოსახლეობასთან დიალოგისა და შეთანხმების გარეშე, საპოლიციო ძალების შეყვანით“, - უთხრა პანკისის სათემო რადიოს რამზან გორგიშვილმა.

    რაც შეეხება მინისტრ ციხელაშვილთან შეხვედრას, შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდების თქმით, საუბრის ძირითადი თემა აქაც 21 აპრილს მომხდარი დაპირისპირება იყო:

    „ვისაუბრეთ იმ პროექტებზეც, რომელთა განხორციელება ხეობაში იგეგმება. საბოლოო ჯამში შევჯერდით იმაზე, რომ უახლოეს მომავალში მინისტრი პანკისში ჩამოვა და ადგილზე შეხვდება მოსახლეობას“.

    21 აპრილს, პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში კომპანია „ალაზანი ენერჯიმ“ სპეცრაზმის თანხლებით განაახლა „ხადორი 3 ჰესის“ მშენებლობა, რომელიც 2018 წლის ივნისიდან, მოსახლეობის პროტესტის შედეგად შეჩერებული იყო. ადგილობრივების საპროტესტო შეკრების შემდეგ, შს სამინისტრომ ხეობაში საპოლიციო ტექნიკა შეიყვანა და სპეცრაზმელების რაოდენობა გაზარდა. მოსახლეობა ჰესის სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას ითხოვდა, სპეცრაზმი კი აქციის მონაწილეებს გადაადგილების და მშენებლობის ადგილამდე მისვლის უფლებას არ აძლევდა. სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება ორჯერ მოხდა. ადგილობრივებმა სპეცრაზმს ქვები დაუშინეს, სპეცრაზმმა კი რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 21 აპრილს მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე. პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, შეტაკების შედეგად ხეობაში მცხოვრები 30-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, რომელთა ნაწილმაც სამედიცინო დაწესებულებებს არ მიმართა.

    შსს-მ ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს. შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა, ვინც 21 აპრილს შსს-ს თანამშრომლებზე ფიზიკურად იძალადა, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს. ამ დროისთვის არავინ არის დაკავებული.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]