• იჩქერიის ყოფილი წარმომადგენელი საქართველოში ხიზირ ალდამოვი გარდაიცვალა

    სამშაბათი, 07 მაისი 2019 10:29 view 6227
    იჩქერიის ყოფილი წარმომადგენელი საქართველოში ხიზირ ალდამოვი გარდაიცვალა ფოტო © RFE/RL

    ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილი გენერალური წარმომადგენელი საქართველოში ხიზირ ალდამოვი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მისი სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა.

    ხიზირ ალდამოვი ბოლო წლებში გროზნოში ცხოვრობდა და ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის თანამოაზრე იყო. სხვადასხვა ინტერვიუში ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა და მიაჩნდა, რომ „რუსეთისა და ჩეჩნეთისთვის ერთადერთი მტერი“ სააკაშვილი იყო.

    ხიზირ ალდამოვის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სათემო კავშირის - „პანკისის კეთილდღეობისთვის“ ხელმძღვანელი, მწერალი ნონა ხანგოშვილი (თუმი დიშნი):

    „მართალია, შეცდომები ჰქონდა, განსაკუთრებით, ბოლო წლებში კადიროვის მხარეზე გადასვლა და მისივე ისტორიული მოღვაწეობისათვის სრულიად შეუფერებელი განცხადებები, რაც ქისტებისა და ქართველებისათვის ძალიან მძიმე გადასატანი იყო. დღემდე აუხსნელია, რამ მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, მაგრამ ხიზრ ალდამოვს დიდი ღვაწლი ჰქონდა საქართველოსა და ჩეჩნეთის ურთიერთობების ისტორიაში, ჩეჩნების დევნილობის პერიოდში დიდი დახმარება გაწია და თავისი მოღვაწეობის ღრმა კვალი დატოვა ქისტებისა და ქართველების მეხსიერებაში. ღმერთმა შეუნდოს ცოდვები! ღმერთმა ნათელში ამყოფოს“, – წერს ნონა ხანგოშვილი.

    ხიზრ ალდამოვი 1949 წლის 15 მარტს პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში დაიბადა. დაამთავრა გროზნოს პედაგოგიური ინსტიტუტი ისტორიის სპეციალობით. მუშაობდა ინჟინრად სხვადასხვა საწარმოში, იყო გუდერმესის რაიონული საკვები კომბინატის მთავარი ინჟინერი, 1985 წლიდან იყო ჩეჩნეთის რევოლუციური მოძრაობის აქტივისტი და ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის, ჯოჰარ დუდაევის თანამებრძოლი. 1994 წელს ჩეჩნეთიდან გამოგზავნეს საქართველოში, როგორც იჩქერიის გენერალური წარმომადგენელი. იჩქერიის არაოფიციალური წარმომადგენლობა თბილისში 2001-2002 წლებამდე მუშაობდა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]