• სახალხო კრების მიზანი იყო პანკისის გაერთიანება შარიათის გარშემო - ლუიზა მუთოშვილი

    ორშაბათი, 08 ივლისი 2019 17:33 view 6060
    სახალხო კრების მიზანი იყო პანკისის გაერთიანება შარიათის გარშემო - ლუიზა მუთოშვილი

    „ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფში ვართ ბევრნი და არ იფიქროთ, რომ ყველა ერთხმად ვეთანხმებით ხოლმე საკითხებს. გვაქვს განსხვავებული აზრი, მათ შორის მეც, ძალიან ბევრ საკითხზე. ალტერნატიულ კრებაზეც მქონდა განსხვავებული აზრი და ვამბობდი, რომ ალტერნატიული კრების მიზანი და იდეა იყო, ხეობის მოსახლეობის გაერთიანება შარიათის კანონის გარშემო. ამას არ ვიზიარებდი და ამას ვამბობდი“, - აღნიშნა სამოქალაქო აქტივისტმა ლუიზა მუთოშვილმა პანკისის სათემო რადიო WAY-ს გადაცემაში „მე და სახელმწიფო“.

    გადაცემის თემა 21 აპრილის მოვლენების შეფასება იყო, თუმცა სტუდიაში მყოფმა სტუმრებმა თემის ერთიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ისაუბრეს.

    პანკისის ხეობაში ასაკოვანი ადამიანებისა და ახალგაზრდების ახალი საბჭო, რომელსაც შემდეგ სახალხო კრება დაარქვეს, 2018 წლის სექტემბერში შეიქმნა. ახალი გაერთიანების ჩამოყალიბების შესახებ დამფუძნებელ შეკრებამდე თითქმის 2 თვით ადრე, პანკისის სალაფიტური თემის წარმომადგენელმა, (სალაფიტების იმამის ყოფილმა პრესმდივანმა) მურაზი გოდერძიშვილმა (მუსა პანკისელმა) განაცხადა.

    პანკისის ხეობაში მცხოვრებთა ნაწილი უხუცესთა კავშირს მაშინ იმის გამო დაუპირისპირდა, რომ მათი თქმით, უხუცესები ხეობაში ჰესების მშენებლობას არ შეეწინააღმდეგნენ.

    სახალხო კრების დაფუძნების შემდეგ, ამ გაერთიანების ხელმძღვანელობით იმართებოდა საპროტესტო აქციების ხეობაში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ.

    21 აპრილს, სოფელ ბირკიანში, სამართალდამცავებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას და შეტაკების შემდეგ, სახალხო კრების დამფუძნებლები მონაწილეობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკების პროცესში.

    რაც შეეხება შარიათს, პანკისის ხეობაში სადავო საკითხებს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის გარდა, ადათობრივი სამართლით და შარიათის კანონებითაც წყვეტენ. ადათობრივი სამართლით საქმეებს უხუცესები არჩევენ და მათ ძირითადად ტრადიციული ისლამის მიმდევრები მიმართავენ. შარიათის კანონებით ძირითადად სალაფიტური თემი ხელმძღვანელობს, საქმეებს კი ე.წ. ალიმები განიხილავენ.

    ამ თემაზე:

    «პანკისის სახალხო კრება» ხეობაში შარიათის განმტკიცებასთან კავშირს უარყოფს

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]