„მეზობლები წყლით სავსე ვედროებით დარბოდნენ და ისე ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას. სახანძრო მანქანა ძალიან გვიან მოვიდა, ამის გამო სოფლის დეპუტატთან კამათიც კი მოგვივიდა. როცა რამე გვიჭირს სასწრაფოც აგვიანებს და სახანძროც“, - აღნიშნეს თვითმხილველებმა პანკისის სათემო რადიოსთან საუბარში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ვერ გვითხრეს რამდენ ხანში მივიდა სამაშველო ჯგუფი შემთხვევის ადგილას.
ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
ხანძრის გამო ბირკიანში საავტომობილო გზაზე ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი. მსუბუქი მანქანა ორ მოქალაქეს დაეჯახა. ისინი დაშავდნენ. ერთ-ერთი დაშავებული ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, სოფელ ჯოყოლოს მაჟორიტარი დეპუტატი ელიზბარ ბორჩაშვილია. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში პანკისის სათემო რადიოს განუცხადეს, მათ ზედაპირული დაზიანებები და ტრავმები აქვთ.