ასლან გორგიშვილი ამჟამად M-1 -ის მოჩხუბარია. ამ სახეობაში ეს ორთაბრძოლა მისთვის უკვე მესამე პროფესიონალური შეხვედრა იყო და სამჯერვე გამარჯვება იზეიმა.
სანამ ასლანი ამ სახეობაში (M-1) დაიწყებდა ასპარეზობას, ის ასევე ვარჯიშობდა „უშუსა“ და „კიკბოქსინგში“, რაშიც სხვადასხვა ტიტულებთან ერთად მოპოვებული აქვს საქართველოს ჩემპიონის ტიტული თავის წონით კატეგორიაში.
შემდეგი საერთაშორისო პროფესიონალური ორთაბრძოლა მას უკვე ნოემბერში აზერბაიჯანში ელოდება.