თიკო ამჟამად USAID-ის სამწლიან პროგრამაში - პანკისის სათემო კავშირებში მუშაობს. პროგრამის მიზანი ისეთი ძირითადი პრობლემების მოგვარებაა, როგორიცაა შიდა საზოგადოებრივი დაყოფა და საქართველოს დანარჩენი რეგიონებისგან ეკონომიკური და სოციალური იზოლაცია.
რამდენიმე თვის წინ მეგობრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა - „ახალგაზრდები პანკისის განვითარებისთვის“.
„გამოცდილება არ გვქონდა, მაგრამ ორი პროექტი უკვე განვახორციელეთ. ძირითადად განათლების კუთხით ვმუშაობთ, ახალგაზრდებისა და ქალების ცნობიერების ამაღლებაზე“.
ახალგაზრდულ ორგანიზაციაში მის გარდა კიდევ სამი გოგოა.
#ახალგაზრდებიცვლილებებისთვის