• იმამის მოწოდება ნარკოტიკებზე - ყველა წინ უნდა აღუდგეს ამ სენს

    ორშაბათი, 20 იანვარი 2020 18:40 view 3790
    იმამის მოწოდება ნარკოტიკებზე - ყველა წინ უნდა აღუდგეს ამ სენს

    „ეს მართლაც მტკივნეული პრობლემაა პანკისის ხეობაში. ვგულისხმობ ახალგაზრდობის ბევრი ნაწილის მიერ ნარკოტიკების მოხმარებას. ეს როგორც რელიგიის, ასევე ჯანმრთელობის მხრივ საზიანოა. ყველა, ვინმეს თუ საშუალება გააჩნია, წინ უნდა აღუდგეს ამ სენს რაც ახალგაზრდებშია“, - აცხადებს პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამი ზურაბ ქავთარაშვილი პანკისის სათემო რადიოსთან ინტერვიუში. 

    მისი თქმით, ყურანის მიხედვით, ნებისმიერი მათრობელა, რასაც ადამიანის გონება ნორმალური მდგომარეობიდან გამოჰყავს, აკრძალულია როგორც ალკოჰოლური სასმელის მიღება:

    „ბალახი იქნება ეს თუ სხვა დამზადებული ნივთიერება, თუნდაც, დღეს ხეობაში რაც არსებობს, ასანთის ღეროს თავებზე რომ არის რაღაც გოგირდი, ან ბენზინის გამოყენებით რაც მზადდება. ტრადიციული ნარკოტიკული მიდგომები და წამლებიც კი აღარ შემორჩათ, არამედ სხვა ტაქტიკას მიადგნენ და ძალიან საზიანო გზები და ხერხები გამოიყენეს. ისინი მზად არიან რომ წუთიერი სიამოვნების გამო შესწირონ თავიანთი სხეულის ჯანმრთელობა.

    სასმელი ათრობს ხომ? ესეც თავისებურად ათრობს. ამ დროს ადამიანის გონება ნორმალური მდგომარეობიდან გამოდის.

    შეიძლება დღევანდელი ახალგაზრდების მიერ გამოყენებული ეს ნივთიერებები უფრო საზიანოც იყოს ტრადიციულ ნარკოტიკებთან შედარებით.

    ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა ძალიან მაღალ დონეზეა აკრძალული ისლამში. ღმერთის უნდა ეშინოდეთ იმ ხალხს, წუთიერი სიამოვნების გამო ახალგაზრდებს რომ ღუპავენ, ყიდიან მაგალითად ნარკოტიკულ ნივთიერებებს, ან სხვა მეთოდებით უბიძგებენ ახალგაზრდობას და გზას აცდენენ“.

    ზურაბ ქავთარაშვილი 2 წელია რაც პანკისის სალაფიტური თემის იმამია. ის 2003 წლიდან 2018 წლის ზაფხულამდე იორდანიაში ცხოვრობდა, სადაც სასულიერო განათლება მიიღო. იგი დოქტორანტია ყურანის განმარტების სფეროში.

     

    ამ თემაზე:

    ნარკოტიკები - პანკისის ახალი პრობლემა და უკონტროლოდ მიშვებული მძიმე ვითარება

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]