• 11 წლით პატიმრობა ქავთარაშვილს, 9 ხანგოშვილს - განაჩენი ვისური მუთოშვილის მკვლელობის საქმეზე

    ორშაბათი, 24 აგვისტო 2020 23:12 view 50855
    11 წლით პატიმრობა ქავთარაშვილს, 9 ხანგოშვილს - განაჩენი ვისური მუთოშვილის მკვლელობის საქმეზე

    „მე იარაღი ორჯერ მაშინ ვისროლე, როდესაც ვისო მუთოშვილი იგინებოდა, იმუქრებოდა, ჩვენსკენ მოიწევდა და პოლიციელს ეჯაჯგურებოდა. ძახდა, რომ დაგვხოცავდა და როდესაც უკან მიჰქონდა ხელი, ვიფიქრე, რომ იარაღის ამოღებას აპირებდა. მე მივუახლოვდი და ახლო მანძილიდან ვესროლე. ერთხელ შესაშინებლად და საჩვენებლად, რომ იარაღში ტყვიები მქონდა. ს მაინც არ გაჩერდა. გადავწყვიტე, რომ მეორედაც მესროლა ასაჩერებლად - ფეხის მიმართულებით, ზემოდან ქვემოთ. ინდოდა მისი დაჭრა და დაზიანების მიყენება. ერ წარმოვიდგენდი თუ ამ ჭრილობას მისი გარდაცვალება მოჰყვებოდა.

    მეორე სროლის შემდეგ, როცა დავინახე, რომ ის დაიჭრა, არც მქონია მცდელობა, რომ კიდევ მესროლა. არ ვიცოდი, კიდევ იყო თუ არა ტყვია. ქ იყვნენ პოლიციელები და სხვა პირები. დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი გადარჩენა არ იქნებოდა პრობლემა.

    მე კარგი მსროლელი ვარ და თავისუფლად შემეძლო, მისთვის გულში ან თავში მესროლა, თან ასეთი ახლო მანძილიდან, ნამდვილად არ ავაცილებდი. მისი მოკვლა თუ მენდომებოდა, პირველივეს თავში ვესროდი, მაგრამ ეს არ გავაკეთე.

    ალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა ჩემს ტყვიას. ალიან განვიცდი და ვიტანჯები ამის გამო, თუმცა, არ მინდა მკვლელის სახელი მქონდეს და დავისაჯო იმისთვის, რისი განზრახვა და სურვილიც არ მქონია“, - ეს 27 წლის არბი ქავთარაშვილის საბოლოო სიტყვაა, რომელიც მან დღეს, თელავის რაიონულ სასამართლოში გამართულ დასკვნით პროცესზე თქვა.

    მოსამართლე მამუკა წიკლაურმა, პანკისის ხეობაში, 37 წლის ვისური მუთოშვილის მკვლელობის საქმის განხილვა დაასრულა. სასამართლომ ბრალდებულები, არბი ქავთარაშვილი და 30 წლის რამაზ ხანგოშვილი ვისური მუთოშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავეებად სცნო. ქავთარაშვილს 11 წლით, ხანგოშვილს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

    პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებულების ადვოკატებმა ელენე ჩორგოლაშვილმა და ტარიელ კაკაბაძემ განაცხადეს, რომ რაიონული სასამართლოს განაჩენს არ ეთანხმებიან და სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

    პანკისის ხეობაში ვისური მუთოშვილი 2019 წლის 27 ნოემბერს მოკლეს. სოფელ საკობიანოს გადასახვევთან, ძირითადად ორი გვარის, ქავთარაშვილებისა და მუთოშვილების წარმომადგენლებს შორის სროლა 20 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. ვისური მუთოშვილი პოლიციის თვალწინ ისე მოკლეს, რომ სამართალდამცავებს დანაშაულის აღსაკვეთად არაფერი გაუკეთებიათ.

    ქავთარაშვილები და მუთოშვილები ერთმანეთს ხეობაში ჰესების მშენებლობაზე დაწყებული დავის გამო დაუპირისპირდნენ. ქავთარაშვილები „ხადორი 3“ და „სამყურისწყალი 2“ ჰესების მშენებლობას მხარს უჭერენ, მუთოშვილები ეწინააღმდეგებიან. ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ პანკისში გამართულ აქციებში აქტიური მონაწილეობის გამო სცემეს რამდენიმე აქტივისტს, რამაც გვარებს შორის ურთიერთობა უფრო დაძაბა. მუთოშვილების თქმით, ქავთარაშვილები მათ ავიწროებდნენ.

    მკვლელობის შემდეგ ქავთარაშვილებმა მუთოშვილებთან რამდენჯერმე სცადეს შერიგება სისხლის პატიების მიზნით. ამ პროცესში ქისტი უხუცესები და პოლიტიკოსებიც ჩართეს, მაგრამ შერიგება არ შედგა. მოკლულის ოჯახისა და გვარის წარმომადგენლები არც სასამართლო პროცესებში მონაწილეობდნენ და არც გამოძიებისთვის მიუციათ ჩვენება. საქმეს სავარაუდოდ შარიათის სამართლის მიხედვითაც გაარჩევენ.

     

    ამ თემაზე:

    რა მოხდა მკვლელობის დღეს და მანამდე - სისხლიანი კონფლიქტი პანკისში 

    ახალი დეტალები პანკისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]