• კოალიცია «მედიის ადვოკატირებისთვის» პანკისის რადიოს დარბევის მუქარაზე რეაგირებას ითხოვს

    ხუთშაბათი, 03 სექტემბერი 2020 21:06 view 2250
    კოალიცია «მედიის ადვოკატირებისთვის» პანკისის რადიოს დარბევის მუქარაზე რეაგირებას ითხოვს ფოტო არქივიდან

    კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები, პანკისის სათემო რადიოს დარბევის მუქარაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ.

    „2020 წლის 1-ელ სექტემბერს გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც დაფიქსირებულია როგორ ემუქრებიან პანკისის სათემო რადიოს სტუდიის დარბევითა და მოითხოვენ მისი დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილისგან იძულებით - პანკისის ხეობაში პროფესიული საქმიანობის შესრულებაზე უარი თქვას.

    მიგვაჩნია, რომ გავრცელებულ მასალაში იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულების, მათ შორის, კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნები.

    კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები მიუღებლად მივიჩნევთ მედიის შევიწროვების ყველა გამოვლინებას და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს დროულად აღკვეთონ პანკისის სათემო რადიოს გუნდის მიმართ არსებული ყველა რისკი“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში, რომლის წევრი ორგანიზაციები არიან: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; მედიაკლუბი; ჟურნალისტური ეთიკის ქარტია; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“; რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი; ლიბერალური აკადემია თბილისი; რეგიონული მედიის ასოციაცია; სატელევიზიო ქსელი; მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია; დემოკრატიული ინიციატივა.

    29 აგვისტოს, სოფელ დუისში გამართულ აქციაზე პანკისის სათემო რადიოს დარბევით დაიმუქრნენ. „ეგ მთივლიშვილი, აქედან გასაგდებია. აქ ხალხი მაგის გამო წუხს, რომ მაგაზე არავინ არაფერს ამბობს.

    ეგ მთივლიშვილი ხომ, აქ ხალხია, ვინც ეხლავე მის რაღაცეებს (რადიოს ტექნიკა, ინვენტარი) გამოყრის გარეთ. ახალგაზრდები ამბობენ, დღესვე მათ რაღაცეებს გარეთ გამოვყრითო. რაღაც დრო უნდა დავთქვათ, რომ აქედან თვითონ წავიდეს. მას რაღაც დრო უნდა მივცეთ, 5 დღე ან ერთი კვირა. ამ დროის მერე შევიკრიბებით, ან თავისით წავა, ან იძულებით გავუშვებთ.

    უმეტესი ხალხი, დღეს, აქ, ამის გამო მოვიდა“, - განაცხადა სოფელ დუისში მცხოვრებმა თამაზ მარგოშვილმა.

    პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, აქცია ახმეტის მერიის ხელმძღვანელი პირებისა და სუს-ის წარმომადგენლების დავალებით, „როდი სკოტის სახელობის ფონდი საქართველოს“ ხელმძღვანელის ლია მარგოშვილის მიერ იყო ორგანიზებული და მასში 150-ზე მეტი ადგილობრივი მონაწილეობდა, ძირითადად როდი სკოტის ფონდის მოსწავლეები (არასრულწლოვანი ბავშვები) და მათი მშობლები. აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ, იმ ახალგაზრდების მშობლები და ოჯახის სხვა წევრებიც, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ, ქუჩაში შორტებით გასვლის გამო, სოფელ ყვარელწყალში მამა-შვილს სცემეს და მამას ხელი მოტეხეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ოჯახის წევრები, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერიის წარმომადგენლები. საჯარო მოხელეებმა აქციაზე გამომსვლელებს ძალადობისკენ მოწოდებები არ შეაწყვეტინეს და არც გაემიჯნენ.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]