• საგანგაშოდ მივიჩნევთ პანკისის რადიოს წინააღმდეგ ორგანიზებულ კამპანიას - TI Georgia

    შაბათი, 05 სექტემბერი 2020 17:54 view 3034
    საგანგაშოდ მივიჩნევთ პანკისის რადიოს წინააღმდეგ ორგანიზებულ კამპანიას - TI Georgia ფოტოზე - ეკა გიგაური, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორი

    საგანგაშოდ მივიჩნევთ პანკისის სათემო რადიო / Radio Way-ს და მისი დამფუძნებლის გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ ორგანიზებულ კამპანიასა და მუქარის შემცველ განცხადებებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მოახდინოს კანონის შესაბამისი რეაგირება და უზრუნველყოს მედიის საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა - ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    „5 სექტემბერს პანკისის სათემო რადიომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, კერძოდ, მუქარის გამო, მოსალოდნელი თავდასხმის/ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, პანკისის სათემო რადიოს ხელმძღვანელობამ დღეს გააუქმა ხეობაში, ჟურნალისტური საქმიანობისა და ტექნიკური სამუშაოების განსახორციელებლად დაგეგმილი სამუშაოები და მივლინებები.

    მედიის მიერ ასეთი რადიკალური ნაბიჯის გადადგმა განპირობებულია ბოლო პერიოდში სათემო რადიოს და მისი დამფუძნებლის, გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ გაკეთებული საჯარო მუქარითა და ორგანიზებული საპროტესტო აქციებით.

    პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, 5 სექტემბერს პანკისის ხეობაში სათემო რადიოს და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ მორიგი აქციის გამართვა იგეგმება, რომელიც რადიკალურად განწყობილი ჯგუფის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხარდაჭერით განხორციელდება.

    ეს არ არის სათემო რადიოს წინააღმდეგ აქციის მოწყობის პირველი შემთხვევა. პირველ სექტემბერს ჩატარებულ აქციაზე რადიოს დარბევის და გელა მთივლიშვილის პანკისიდან გაძევების მუქარა ისმოდა, თუმცა სამართალდამცველების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მომხდარა. შსს-ს განცხადებით თავად გელა მთივლიშვილმაც მიმართა.

    პანკისის სათემო რადიო ერთ-ერთი წამყვანი მედია საშუალებაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხეობაში მიმდინარე პროცესების შესახებ ობიექტურ და მიუკერძოებელ გაშუქებაში.

    „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მოუწოდებს ხელისუფლებას, საჯაროდ დაგმოს პანკისის სათემო რადიოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, დროულად მოახდინოს კანონის შესაბამისი რეაგირება მუქარასა და მედიის საქმიანობაში უკანონო ჩარევასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]