• ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების საქმეზე ვახტანგ ფარეულიძის ძმა და მისი დაცვის 3 წევრი დააკავეს

    კვირა, 20 სექტემბერი 2020 19:54 view 7855
    ფოტოზე - ვახტანგ ფარეულიძე და მისი დაცვის წევრი ისლამ დუიშვილი ფოტოზე - ვახტანგ ფარეულიძე და მისი დაცვის წევრი ისლამ დუიშვილი

    თბილისში პანკისის მცხოვრებლები ბაქარ ფარეულიძე, ისლამ დუიშვილი, ზელიმხან აჭიშვილი და კიდევ ერთი პირი, ზელიმ ბაკაევი ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების, მათზე ძალადობისა და ფულის გამოძალვის საქმეზე დააკავეს. ბაქარ ფარეულიძე პანკისელი ბიზნესმენისა და სალაფიტური თემის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ ფარეულიძის ძმაა. ვახტანგ ფარეულიძის პირადი დაცვის წევრები არიან ისლამ დუიშვილი, ზელიმხან აჭიშვილი და ზელიმ ბაკაევი.

    ნახეთ - ახალი დეტალები ვახტანგ ფარეულიძის ძმის და დაცვის წევრების დაკავებაზე

    შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გასცემს ინფორმაციას, სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. „რეგინფო“ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა შსს-გან ინფორმაციის მიღებას, მაგრამ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი ნინო გიორგობიანი და დეპარტამენტის თანამშრომლები ჩვენს სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობენ მას შემდეგ, რაც გაიგეს, რა საქმეზე გვინდოდა მათგან ინფორმაციის მიღება.

    ვახტანგ ფარეულიძე თბილისში თურქული სამზარეულოს, რესტორან „ნასიმის“ ქსელის მეპატრონეა. ის ამავე დროს 25 % წილს ფლობს შპს „სავუ“-ში, რომელიც 2019 წელს არის რეგისტრირებული საუდის არაბეთის მოქალაქეებთან, ალაჯლან ფაჰად იბრაჰიმთან და ალსაგრი მანსოურ მოჰამედთან, ასევე, საქართველოს მოქალაქე უმარ ალხანაშვილთან ერთად.

    ვახტანგ ფარეულიძე ამავე დროს შპს „რეფაბლიქის“ დირექტორი და 100 % წილის მფლობელია; შპს „რი თაიმში“ 25 % წილის მეპატრონეა. ამავე კომპანიაში წილი აქვთ სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე მოჰამედ სოუდკი სობაჰს და საუდის არაბეთის სამეფოს მოქალაქე ალმიშარ აბდულაზიზ მოჰამედს. ვახტანგ ფარეულიძესთან ერთად ამავე კომპანიის კიდევ ერთი დირექტორია მისი ძმა, ბაქარ ფარეულიძე.

    2020 წლის მარტში რეგისტრირებულ შპს „ეს. ჯი. აი. აი. გრუფ“-ში ვახტანგ ფარეულიძე წილის 18 %-ს ფლობს, მისი ძმა ბაქარ ფარეულიძე 15 %-ს, ალსაგრი მანსოურ მოჰამედი 33.5 %-ს და ამდენივეს ფაჰად იბრაჰიმ ალაჯლანი.

    ვახტანგ ფარეულიძე მისი ძმისა და დაცვის სამი წევრის დაკავებას ადასტურებს, თუმცა უარყოფს, ტაჯიკის ბიზნესმენების გატაცებას, მათზე ძალადობასა და ფულის გამოძალვის მცდელობას.

    „ჩვენი მეგობრები დაგვიკავშირდნენ ჩეჩნეთიდან და ტაჯიკეთიდან. ამ ტაჯიკებს, ეგენი ბიზნესმენები კი არა, თაღლითები არიან, მანქანების გასაგზავნად ფული აქვთ აღებული და მანქანები არ გაგზავნეს. გვთხოვეს, შევხვედროდით მათ და ეს თანხა უკან დაებრუნებინათ, ან მანქანები გაეგზავნათ. შეხვდნენ ბიჭები, ისინი თვითონ ჩასხდნენ მანქანაში, ძალით არავის ჩაუსვამს და არც გატაცება მომხდარა. მათ ვალი აქვთ გადასახდელი და ფულის გამოძალვას ადგილი არ ჰქონია, ჩვენებებში კი წერენ, რომ თითქოს გაიტაცეს, ცემეს და ფულს სძალავდნენ“, - აღნიშნა ვახტანგ ფარეულიძემ.

    დაკავებულებს თბილისის პროკურატურა ბრალს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]