გომბორის უღელტეხილთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ერთმანეთს პიკაპის ტიპის და „ვაზ-2107“-ის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. გარდაცვლილი, 35 წლის მამაკაცი თელავის რაიონის სოფელ ყარაჯლიდანაა, ორი დაშავებული კი პანკისის ხეობის მკვიდრია.
საგარეჯოს რაიონის სოფელ უჯარმაში მომხდარი ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს „ოპელისა“ და „ლადას“ მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. დაშავებულებს შორის ოთხი პანკისის ხეობიდან არის. ისინი პანკისიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.