• გომბორთან ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

    ხუთშაბათი, 09 ნოემბერი 2017 11:13 view 4938
    გომბორთან ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

    გომბორის უღელტეხილთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ერთმანეთს პიკაპის ტიპის და „ვაზ-2107“-ის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. გარდაცვლილი, 35 წლის მამაკაცი თელავის რაიონის სოფელ ყარაჯლიდანაა, ორი დაშავებული კი პანკისის ხეობის მკვიდრია.

    დაშავებულები თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორივე მათგანს თავის ტრავმა აქვს, ერთ-ერთს კი ფეხი აქვს დაზიანებული.

    ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც პანკისის სათემო რადიოს დაღუპულის ახლობლებმა განუცხადეს, „ვაზ-2107“-ის მარკის ავტომობილი თბილისისკენ გადაადგილდებოდა, რა დროსაც წინიდან პიკაპის ტიპის სამხედრო ავტომობილი დაეჯახა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]