საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით, 2021 წლის თებერვალთან შედარებით, ივნისში 39-დან 45%-მდე გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას არ გაიკეთებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თებერვლისგან განსხვავებით, დღეს ქვეყანაში ოთხი ვაქცინაა ხელმისაწვდომი, ვაქცინაციის ტემპი მაინც ნელია. პანკისის სათემო რადიოსთან ინტერვიუში ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ამაში თავისი წვლილი მიუძღვით ანტივაქსერებსაც და სახელმწიფოს მხრიდან სტრატეგიული კომუნიკაციის ნაკლებობაზე საუბრობს.
ვინ არიან ანტივაქსერები? რატომ ცდილობენ ისინი ვაქცინების დისკრედიტაციას? არის თუ არა ანტივაქსეული განწყობების გავლენა იმის მიზეზი, რომ ქვეყანაში გამოწვევად იქცა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება? როგორ უნდა ებრძოლოს სახელმწიფო და საზოგადოება ანტივაქსერების დეზინფორმაციას?