• ფოკუსი – ანტივაქსერები: ვინ არიან ისინი და რა მიზნები ამოძრავებთ

    სამშაბათი, 03 აგვისტო 2021 14:24 view 1637
    ფოკუსი – ანტივაქსერები: ვინ არიან ისინი და რა მიზნები ამოძრავებთ

    ვინ არიან ანტივაქსერები? რატომ ცდილობენ ისინი ვაქცინების დისკრედიტაციას? არის თუ არა ანტივაქსეული განწყობების გავლენა იმის მიზეზი, რომ ქვეყანაში გამოწვევად იქცა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება? როგორ უნდა ებრძოლოს სახელმწიფო და საზოგადოება ანტივაქსერების დეზინფორმაციას?

    გადაცემა „ფოკუსში“ რამზან გორგიშვილის შეკითხვებს პასუხობს აკაკი ზოიძე – ექიმი, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

    ვაქცინაცია კაცობრიობას დაეხმარა ისეთი დაავადებების წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავებაში, როგორებიცაა ყვავილი, წითელა, წითურა, ყბაყურა, ტუბერკულოზი, ტეტანუსი, ცოფი და სხვა. აქედან ყვავილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მომაკვდინებელი ინფექცია იყო, ვაქცინის გამოგონების შემდეგ სრულად აღმოიფხვრა. დღეს მსოფლიო ებრძვის ახალ კორონავირუსს, რომელმაც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 4 მილიონ 200 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე უკვე იმსხვერპლა. გარდა ამისა, კორონავირუსის პანდემიას მოჰყვა საზღვრების ჩაკეტვა და გადაადგილების შეზღუდვა, შექმნა ეკონომიკური კრიზისები, ამოქმედდა უამრავი შეზღუდვა და რეგულაცია, რამაც ადამიანთა ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზეც იქონია გავლენა. პანდემიამ გააერთიანა მსოფლიო და მოკლე ხნაში შექიმნა ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ, რომელიც დღეს მის დასამარცხებლად ერთადერთ ეფექტურ საშუალებად ითვლება და თუ გადავხედავთ სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკას, სადაც მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს, მაშინ ვნახავთ, რომ კოვიდით სიკვდილიანობის და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]