ხალაწნის თემიდან ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატად „ქართული ოცნების“ კანდიდატი როსტომ ალხანაშვილი აირჩიეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ალხანაშვილმა სოფელ ხალაწანსა და ომალოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე ხმების 96.49% აიღო, რაც 577 ხმაა.
დღეს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალეური არჩევნები იმართება. კენჭისყრა პანკისის ხეობაში მიმდინარეობს, სადაც ხალაწნის თემის (ზემო ხალაწანი, დუმასტური, ქვემო ხალაწანი, შუა ხალაწანი, ომალო) მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიონ.
საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ახმეტის რაიონში, ზემო ხალაწნის თემში მაჟორიტარობის კანდიდატად მერის წარმომადგენელი როსტომ (რუსლან) ალხანაშვილი წარადგინა. მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა თქვა, რომ ალხანაშვილი საკრებულოს წევრობის ღირსეული კანდიდატია.