• პანკისის ხეობაში საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება

    კვირა, 19 მაისი 2019 09:41 view 3084
    პანკისის ხეობაში საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება

    დღეს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალეური არჩევნები იმართება. კენჭისყრა პანკისის ხეობაში მიმდინარეობს, სადაც ხალაწნის თემის (ზემო ხალაწანი, დუმასტური, ქვემო ხალაწანი, შუა ხალაწანი, ომალო) მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიონ.

    არჩევნებში 11 კანდიდატი მონაწილეობს: როსტომ ალხანაშვილი („ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო“); მახამად ეიბოვი („მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“); ანი შაიშმელაშვილი („ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა“); ზურაბი შალოშვილი („თავისუფალი საქართველო“); შოთა თავბერიძე („საქართველო“); დარია ასლამაზიშვილი („მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“); მარინა პატიშვილი („ახალი ქრისტიან‐დემოკრატები“); ხატია ბაღიშვილი („პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო); გიორგი შაიშმელაშვილი („საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“); გელა ერაძე („ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)“; ლალი სურმავა („ქრისტიან‐კონსერვატორები“).

    დილის 8 საათიდან კენჭისყრა N8 ხალაწანის და N24 ომალოს საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობს, სადაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 1 220 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ხმის მიცემა 20:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

    ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მაჟორიტარ წევრს, მაგდანა ალხანაშვილს საკრებულომ უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, 2018 წელს მაგდანა ალხანაშვილი შვედეთში წავიდა და თავშესაფარს ითხოვს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]