• weather cur horoscope
    სიახლეების თეგების მიხედვით გამოჩენა: თემირლან მაჩალიკაშვილი

    29 აპრილს, პანკისის ხეობაში თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი დოღი გაიმართება. ღონისძიება 14:00 საათზე, სოფელ დუისში, მდინარე ალაზნის პირას დაიწყება. შეჯიბრში მონაწილეობა კახეთის მასშტაბით ყველა მსურველს შეუძლია.

    კატეგორია საზოგადოება

    თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება; თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ აღიარება; თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე დამნაშავეთა დასჯა - ეს არის ის ძირითადი მოთხოვნები, რაც პანკისში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს, ახლობლებსა და ხეობის მცხოვრებლებს ხელისუფლების მიმართ აქვთ. ისინი დღეს, პარასკევის ლოცვის შემდეგ, დუისში, თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში შეიკრიბნენ.

    კატეგორია საზოგადოება

    არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სახელით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

    „შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დუისში, სპეცოპერაციის დროს, ჩემი არცერთი მოადგილე არ იმყოფებოდა“ – აღნიშნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების განცხადების კომენტირებისას. მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ სპეცოპერაციას სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობდა.

    კატეგორია საზოგადოება

    2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მეხუთე - 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი საკუთარ საძინებელში მოკლეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობდა. სუს-ი ამ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილზე მყოფი პირებიდან სოსო გოგაშვილი ამოიცნეს. პანკისის სათემო რადიოს კი სხვადასხვა წყაროებმა უთხრეს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის შემდეგ, საძინებელ ოთახში სუს-ის თანამშრომლებმა ხელყუმბარა სოსო გოგაშვილის დავალებით დადეს იმის შესაფუთად, რომ თითქოს თემირლანმა სპეცრაზმს წინააღმდეგობა გაუწია.

    ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), რომლის ადვოკატიც პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესებს იცავს, პროკურატურას მოუწოდებს, უზრუნველყოს გარდაცვლილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატების სრული დაშვება საქმის მასალებზე. 

    პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი განმარტებას აკეთებს მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, თუ დამნაშავეები არ დაისჯებიან, „საქართველო პანკისხეობას დაკარგავს“. ოჯახი განმარტავს, რომ ეს განცხადება ხელისუფლების მიმართ ხეობის ნდობის პრობლემას უსვამს ხაზს. 

    კატეგორია საზოგადოება

    ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე პროკურატურას მიმართავს და მოითხოვს 26 დეკემბერს სოფელ დუისში ჩატარებული დაკავების ოპერაციის კანონიერების და მისი დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპზე ძალის გადამეტებისა და უფლებების დარღვევის რისკების მინიმიზაციის გეგმის, ასევე თემირლან მაჩალიკაშვილისთვის აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების დროულობისა და ადეკვატურობის შეფასებას.

    პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ვახტანგ გომელაურთან შეხვედრას ითხოვს.

    კატეგორია საზოგადოება

    „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გამო,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვს. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ვახტანგ გომელაურმა სპეცოპერაციის შედეგებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს.

    კატეგორია პოლიტიკა

    სიახლეები

    დემოკრატიის სკოლა პანკისში საინფორმაციო შეხვედრას გამართავს

    11 სექტემბერს, ოთხშაბათს, 16:00 საათზე, სოფელ დუისში, კახეთის რეგიონული განვითარების…

    ზელიმხან ხანგოშვილის საქმის გამოძიების მოთხოვნით გერმანიის საელჩოსთან აქცია გამართეს

    პანკისის ხეობის მაცხოვრებლებმა თბილისში, გერმანიის საელჩოსთან აქცია გამართეს ბერლინში მოკლული…

    მე შეიძლება უფრო მეტი სპეცრაზმი შემეყვანა პანკისის ხეობაში - ვახტანგ გომელაური

    „21 აპრილს მე შეიძლება უფრო მეტი სპეცდანიშნულების რაზმი შემეყვანა პანკისის…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]