ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში 40 წლის იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი, 45 წლის სიმონ მარგოშვილი (პასპორტის მიხედვით, ხიზირ გაურგაშვილი) დააკავეს. პოლიცია მას 17 იანვრიდან ეძებდა და როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დღეს პანკისის ხეობაში დააკავეს.
პანკისის ხეობის სოფელ დუისში 40 წლის იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობისთვის პოლიცია ამავე სოფელში მცხოვრებ 45 წლის სიმონ მარგოშვილს ეძებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. მოკლულს დანით 10-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული.
ახმეტის რაიონის სოფელ დუისში მკვლელობა მოხდა. ე.წ. ხეხილების ტერიტორიაზე იბრაჰიმ ქავთარაშვილი მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოკლულის თანასოფლელი და მისივე მეზობელია.