პანკისის სალაფიტური თემის იმამი, 15 ივნისს, რამადან ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნისას, ხეობაში, ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის მხარდამჭერი ჯგუფის ქმედებებს მოსახლეობისთვის და სალაფიტური თემისთვის მიუღებლად მიიჩნევს.
ამ დღეებში მუსლიმები რამადან ბაირამის, იგივე ფითირ ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ. რამადანი მუსლიმთა კალენდრის მიხედვით მეცხრე თვეა. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ თვეში მიანიჭა ალაჰმა მუჰამედს შუამავლის, მოციქულისა და ყურანის გამავრცელებლის მისია.