თელავში, კახეთის გუბერნატორის სათათბირო ორგანოს - უმცირესობების სამოქალაქო ჩართულობის გაუმჯობესების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაში მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სხვადასხვა სამინისტროების, უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.