ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრის შენობის შესასვლელში მდებარე „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატი ე.წ. ბარგალკით გაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბოროტმოქმედებმა ბანკომატი ღამით დააზიანეს, თუმცა თანხა წაღებული არ არის.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბექა ბაიდაურის მამას საცხოვრებელი სახლის ეზოდან ავტომობილი მოპარეს.