პანკისის ხეობაში მცხოვრებ 27 წლის ბესლან წუწაშვილს ოჯახის წევრები ორი კვირაა ეძებენ. მათი ინფორმაციით, ბესლანი 6 ივნისის საღამოს ჩეჩნეთში მეგობართან ერთად გაემგზავრა. როგორც პანკისის სათემო რადიოს წუწაშვილის ახლობლებმა უთხრეს, ის რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, რუსეთის ტერიტორიაზე, დაახლოებით ღამის 2 საათზე დააკავეს.