ბესლან წუწაშვილის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ის რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა დააკავეს, თუმცა არ იციან მისი ადგილსამყოფელი. ნათესავებმა ჩეჩნეთისა და ინგუშეთის სამართალდამცავ უწყებებს მიმართეს, მაგრამ ბესლან წუწაშვილი ჯერ ვერ იპოვეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბესლან წუწაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ოჯახმა პოლიციას განცხადებით მისი ჩეჩნეთში გამგზავრებიდან რამდენიმე დღეში მიმართა. როგორც შსს-ში განმარტეს, სამძებრო სამუშაოები საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
ბესლან წუწაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ცხოვრობდა, ჩეჩნეთში კი სამუშაოდ დადიოდა. წუწაშვილს საქართველოს და რუსეთის მოქალაქეობა აქვს.