პანკისში სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. როგორც პანკისის სათემო რადიოს პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს.
"ხუთი წელი ალბათ არის საკმარისი დრო იმისთვის, რომ საქმის გამოძიება ლოგიკურ შედეგამდე მისულიყო. სამწუხაროდ არაფერი შეცვლილა. ეს თაროზე შემოდებული კიდევ ერთი საქმეა. როგორც ჩანს არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ეს საქმე იყოს გამოძიებული", - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა პანკისში, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მოკლული ახალგაზრდების ოჯახის წევრებთან შეხვედრისას.
15 თებერვლის ჩანაწერი (2016 წ) - საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, ორი შვილის დედამ, 30 წლის ხანუმ ჯეირანოვამ თავი 2014 წლის 18 სექტემბერს მოიკლა. პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თუმცა მალევე შეწყვიტა იმ მოტივით, რომ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა. გამოძიებას არც გარდაცვლილის ცხედრის ექსპერტიზა ჩაუტარებია და არც თვითმხილველები დაუკითხავს.