გამოძიება ორი კვირის მერე განახლდა, მას შემდეგ, რაც ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის საქმით მედია დაინტერესდა.
გარდაცვლილის მეუღლემ იმ ოთხი პირის ვინაობაც დაასახელა, რომლებიც მისი თქმით, ჯგუფურად, ხანუმ ჯეირანოვას დამამცირებელ მოპყრობაში მონაწილეობდნენ და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.
ხანუმ ჯეირანოვას საქმე დღემე გამოუძიებელია. პროკურატურის განცხადებით, საკმარისი მტკიცებულებები არ აქვთ, რომ თვითმკვლელობამდე მიყვანაში მხილებულ პირებს ბრალი წაუყენონ.
ადამიანის უფლებათა ცენტრი ხანუმ ჯეირანოვას საქმეს სტრასბურგის სასამართლოში ასაჩივრებს.
რატომ არ იძიებს პროკურატურა 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეს? რა სახის სისტემური პრობლემები არსებობს ქვეყნის სამართალდაცვით ორგანოებსა და უფლებადაცვით სტრუქტურებში? რატომ ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებას ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების კუთხით?
სტუდიაში გადაცემის სტუმარია:
თამარ ავალიანი - ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი;