ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, პანკისის ხეობაში გაუმართავი ელექტროგადამცემი ხაზების, ბოძებისა და ტრანსფორმატორების პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება. როგორც მინისტრმა დღეს, სოფელ საკობიანოში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა, სამუშაოები დაჩქარებული წესით, ორ კვირაში დაიწყება.
პანკისის ხეობაში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბუნებრივი აირი ხეობის 18 სოფელში შეიყვანეს. აბონენტების ჯამური რაოდენობა 2 712 ოჯახს შეადგენს.