სოფელ საკობიანოში ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დღეს ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბენდელიანმა, „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორმა აზერ მამადოვმა და ადგილოობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. მათ სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.
პანკისის ხეობის ისტორიაში პირველად გაზიფიცირების სამუშაოები 2016 წელს დაიწყო. ამ პერიოდში გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ 167,5 კილომეტრიანი გაზსადენი ააშენა. სამუშაო სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 6 243 818 ლარი შეადგინა.
გაზგამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციას „სოკარ ჯორჯია გაზი“ ახორციელებს. ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების ტარიფი 400 ლარია. მოქალქეებს მისი გადახდა 25-ლარიანი პორციებით 16 თვის განმავლობაში შეუძლიათ. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.