თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისთვის ბრალდებული ექვსი პირი დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ შოაიფ ბორზიევს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რამაზ მარგოშვილს 12 წლით, რუსლან ალდამოვს და ანატოლი ბერძენიშვილს 11 წლით, ხოლო ზურაბ იდოიძეს 10 წლით. 13 წლით პატიმრობა მიესაჯა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის ბრალდებულ რუსლან შავაძეს, რომელიც მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული.
ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით ახმეტაში დაკავებულ ზურაბ იდოიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატის დავით მოდებაძის განცხადებით, ზურაბ იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს და წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.
ახმეტაში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული ზურაბ იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს. იდოიძის ადვოკატის, დავით მოდებაძის თქმით, მისი დაცქვის ქვეშ მყოფს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.
პანკისის ხეობის სოფელ ომალოში მცხოვრები ზურაბ (აჰემედ) იდოიძე, რომელიც დღეს ახმეტაში დააკავეს, ტერორიზმის ხელშეწყობაშია ბრალდებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, იდოიძემ, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად, ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები თურქეთის ქალაქ ხოფადან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.