ახმეტის საკრებულოს დღევანდელ მორიგ სხდომაზე ორი კომისიის ახალი თავმჯდომარეები აირჩიეს. იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ზურაბ გარსევანიძე 18 ხმით, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ კი მაგდანა ალხანაშვილი 17 ხმით იქნენ არჩეული.
გადაცემის თემაა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები, კერძოდ, საკრებულოს კომისიის ფუნქციები და კომისიების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობები, აგრეთვე თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულება.