„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის ასარჩევად სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტია საჭირო. ახმეტის საკრებულოს შემთხვევაში ეს რაოდენობა 16 ხმას შეადგენს.
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე კენჭს იყრიდა ასევე ფრაქცია „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი უჯირაული, რომელმაც ფარულ კენჭისყრაში 10 ხმა მიიღო, ხოლო კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიორგი მაისურაძე, რომელსაც მხარი საკრებულოს 9 წევრმა დაუჭირა.
კომისიის თავმჯდომარედ არჩევამდე ზურაბ გარსევანიძე ფრაქციის „ამომრჩევლის ხმა“ თავმჯდომარე იყო, მაგდანა ალხანაშვილი კი ფრაქცია „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარე. ორივე მათგანი კოალიცია „ქართული ოცნების“ წარდგენით არჩეული მაჟორიტარია.