22 მარტის ჩანაწერი (2017 წ) – მოძველებული და გაუმართავი ქსელის გამო კახეთში ელექტროენერგიით მომარაგების კუთხით ყველაზე მძიმე სიტუაცია პანკისის ხეობაშია, სადაც მოსახლეობა უშუქოდ რამდენიმე დღეც კი რჩება. ამასთან, დაბალია ძაბვა, რის გამოც საწარმოებს სრული დატვირთვით მუშაობა უჭირთ და ტექნიკაც ხშირად გამოდის მწყობრიდან. შეფერხებებით მაუწყებლობს პანკისის სათემო რადიოც.
მოძველებული და გაუმართავი ქსელის გამო კახეთში ელექტროენერგიით მომარაგების კუთხით ყველაზე მძიმე სიტუაცია პანკისის ხეობაშია, სადაც მოსახლეობა უშუქოდ რამდენიმე დღეც კი რჩება. ამასთან, დაბალია ძაბვა, რის გამოც საწარმოებს სრული დატვირთვით მუშაობა უჭირთ და ტექნიკაც ხშირად გამოდის მწყობრიდან. შეფერხებით მაუწყებლობს პანკისის სათემო რადიოც. რეპორტიორებს საღამოს გადაცემებზე მუშაობა მობილურის, მთვარის ან სანთლის შუქზე უწევთ.
ბოლო სამი – ოთხი კვირის განმავლობაში პანკისის ხეობაში საქონლის დაავადება ემკარი გავრცელდა და ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე სული საქონელი დაიხოცა კიდეც. დაავადების გავრცელებამ კიდევ უფრო გაზარდა პროდუქტის უსაფრთხოების რისკები.