„ზაქათი“ - ასე ჰქვია სასურსათო პაკეტების დარიგების პროგრამას პანკისის ხეობაში, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველ 85 ოჯახს უკვე დაეხმარნენ. საქველმოქმედო აქციას პანკისის ხეობის ტურიზმისა და განვითარების ასოციაცია (PVTDA) ახალი ზელანდიელი მეგობრების, მაიკ რომანსის და რეი კუკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, პანკისის ხეობაში ფულად სოციალურ დახმარებას 3 ათასზე მეტი ადამიანი იღებს. თუმცა, სახელმწიფო პროგრამის მიღმა ისეთი ოჯახები არიან დარჩენილები, რომლებიც უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობენ.
16 ნოემბრის ჩანაწერი (2016 წ) – პანკისში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ხეობაში მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარება მოსახლეობის დემოტივაციას იწვევს და ხელს უშლის მათი ჩართულობის ხელშეწყობას ეკონომიკურ, საზოგადოებრივ პროცესებში. პანკისის ხეობაში სოციალური დახმარების მავნე ზეგავლენაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც საუბრობენ.
პანკისის ხეობაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარება მოსახლეობის დემოტივაციას იწვევს და ხელს უშლის მათი ჩართულობის ხელშეწყობას ეკონომიკურ, საზოგადოებრივ პროცესებში. პანკისის ხეობაში სოციალური დახმარების მავნე ზეგავლენაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც საუბრობენ. არასამთავრობოები მთავრობას მოუწოდებენ, გადახედოს სოციალური დახმარების დანიშვნის პოლიტიკას