ბოლო 4 თვეში პანკისის ხეობის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ომალოსა და დუმასტურში სწავლა 60-მა მოსწავლემ შეწყვიტა, დუისში 35-მა, ჯოყოლოსა და ბირკიანში კი 26-მა. დირექტორების თქმით, ამის ძირითადი მიზეზი პანკისში მცხოვრები ოჯახების საზღვარგარეთ წასვლაა.
12 სექტემბრის ჩანაწერი (2017 წელი) – რას ნიშნავს გადაადგილების თავისუფლება, როგორც ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლება? დღეისათვის რომელ სახელმწიფოებთან აქვს საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი და რას გულისხმობს იგი? როგორია ამ ქვეყნებში გამგზავრების პროცედურა? რა სახის კითხვები შეიძლება დაუსვან მოქალაქეებს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა და რა საბუთების მოთხოვნის უფლება აქვთ მათ? რა პირობები უნდა შეასრულოს მოქალაქემ, რომ არ დაარღვიოს უვიზო რეჟიმი? რა დროის განმავლობაში შეგვიძლია შენგენის ზონის ქვეყნებში ვიზის გარეშე ყოფნა? რა სანქციები შეიძლება დაგვეკისროს, თუ დავარღვევთ შენგენის ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლისა და ყოფნის წესებს?
ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში ვიზის გარეშე, ბიომეტრიული პასპორტით შესვლის საშუალებას მისცემს. ევროკავშირის ქვეყანაში დარჩენა 180-დღიან პერიოდში 90 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, თუმცა ეს რეჟიმი არ შეეხება განათლების მიღების, მუშაობის ან სხვა მიზნით განხორციელებულ გრძელვადიან ვიზიტებს.